Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

იურიდიული ფაკულტეტის საბჭოს გადაწყვეტილება დეკანის არჩევნების გამოცხადების შესახებ

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის საბჭოს გადაწყვეტილება დეკანის არჩევნების გამოცხადების შესახებ

 

 „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ 21-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტების, საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დებულების მე-13 მუხლის მე-3 პუნქტის,  საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2013 წლის 28 ოქტომბრის №120/2013 დადგენილების, სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2010 წლის 13 სექტემბრის N83/01-01 ბრძანებით დამტკიცებული ,,სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების საჯაროდ გამოცხადების წესის" მე-2 მუხლის 1-ელი პუნქტის საფუძველზე, საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის საბჭო აცხადებს:

 

 

1. გამოცხადდეს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის (შემდგომში - ფაკულტეტის) დეკანის არჩევნები;

 

2. ფაკულტეტის დეკანის არჩევნები ჩატარდეს 2025 წლის 26 დეკემბერს, 16:00 საათიდან 19:00 საათამდე;

 

3. დეკანის თანამდებობის დაკავების მსურველ პირთა განცხადებების მიღება მოხდეს 2025 წლის 22 დეკემბრიდან 2025 წლის 24 დეკემბრის ჩათვლით (10:00 საათიდან 17:00 საათამდე) იურიდიული ფაკულტეტის კანცელარიაში, რომლის მისამართია ქ. თბილისი 0179, ილია ჭავჭავაძის გამზირი №3, თსუ II კორპუსი, ოთახი №111;

 

4. დეკანის თანამდებობის დაკავების მსურველმა პირმა უნდა წარმოადგინოს:


4.1. განცხადება ფაკულტეტის საბჭოს სახელზე. განცხადებაში მითითებული უნდა იყოს დეკანის თანამდებობის დაკავების მსურველი პირის სახელი და გვარი (ვინაობა), საცხოვრებელი მისამართი, საკონტაქტო ტელეფონის ნომერი, ელექტრონული ფოსტის მისამართი, სასურველი თანამდებობის ზუსტი დასახელება;


4.2. განცხადებას თან უნდა ერთვოდეს:
ა) პირადობის მოწმობის ასლი;
ბ) ავტობიოგრაფია (CV);
გ) ორი ფოტოსურათი (3X4);
დ) ფაკულტეტის განვითარების კონცეფცია (არაუმეტეს 5 გვერდისა / 1500 სიტყვისა);
ე) ცნობა სამედიცინო ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ;
ვ) ცნობა დაკავებული აკადემიური თანამდებობის შესახებ;
ზ) ორი რეკომენდაცია.


4.3. ფაკულტეტის დეკანის თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატი რეგისტრირებულად ჩაითვლება, თუ იგი წინამდებარე განცხადების მე-3 მუხლში დადგენილ ვადაში ფაკულტეტის კანცელარიაში სრულყოფილად წარმოადგენს ამავე განცხადების 4.1 და 4.2 პუნქტებში მითითებულ დოკუმენტაციას;


5. ფაკულტეტის დეკანის თანამდებობის დაკავებასთან დაკავშირებული საარჩევნო პროცედურები წესრიგდება „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დეკანის თანამდებობის დაკავებასთან დაკავშირებული საარჩევნო პროცედურების დამტკიცების თაობაზე“ სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2013 წლის 28 ოქტომბრის №120/2013 დადგენილებით.

 

6. წინამდებარე გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაცია შესაბამისი რეკვიზიტებით გამოქვეყნდეს იურიდიული ფაკულტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (უნივერსიტეტის ოფიციალური ვებ-გვერდის შესაბამისი განყოფილება) და ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე, ღიად განთავსების გზით.


7. წინამდებარე გადაწყვეტილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64 (მე–12 კილომეტრი)). გადაწყვეტილება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.

თარიღი: 21/11/2025